სილქნეტმა ახალი მზიურის ღონისძიება გააფერადა

22 სექტემბერი, 2016



17 სექტემბერს „ახალი მზიურის“ იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებაში „გააფერადე მზიური“ კომპანია სილქნეტმა ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის არაერთი აქტივობა მოაწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მემოგრამით სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. მოწვეულმა მხატვრებმა საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებებით მოუხატეს ბავშვებს სახე, გაიმართა საპნის ბუშტების შოუ. მზიურის კაფეში მოსულ ყველა სტუმარს კომპანია ნაყინით და ყავით უმასპინძლდებოდა. პატარებმა უამრავი სამახსოვრო საჩუქარი მიიღეს სილქნეტისგან. ამავე ღონისძიებაზე სილქნეტის ხელშეწყობით მოეწყო სოციალური თერაპიის სახლის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. აღნიშულ სახლთან კომპანია რამდენიმე თვეა თანამშრომლობს და მზრუნველობას უწევს ერთ-ერთ ბენეფიციარს. კომპანია „სილქნეტს“ უკვე ერთი წელია საკუთარი წვლილი შეაქვს მზიურის განახლებაში. დააკაბელა ტერიტორია და „სილქნეტი“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, სრულიად უსასყიდლოდ ემსახურება „ახალი მზიურის“ სოციალურ კაფეს.