საჩხერესა და ჭიათურაში Silk TV მომსახურებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია!

6 სექტემბერი, 2016
 
სილქნეტმა სატელევიზიო სერვისის მიწოდება საჩხერესა და ჭიათურაში დაიწყო.

აღნიშნულ ქალაქებში ინტერნეტ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ დაიმატონ Silk TV-ის მომსახურება და ისარგებლონ მაღალტექნოლოგიური, ინტერაქტიული ტელევიზიით, რომელსაც გადახვევა-დაპაუზების შესაძლებლობა აქვს.

 
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს  Silk TV-ის  სასურველი პაკეტი: Standart (9 ლარი)Light (20 ლარი)Luxe (30 ლარი)Deluxe (60 ლარი).
 
Silk TV-ის სატელევიზიო სერვისი  სხვადასხვა ჟანრის 200-მდე სატელევიზიო არხის რეტრანსლირებას ახდენს.  აქვს საკუთარი გასართობი და საბავშვო არხი:  Silk კინო და  Silk ქიდსი - ქართულად დუბლირებული ანიმაციური ფილმებით. მომხმარებლებს საშუალება აქვთ გაიუმჯობესონ პაკეტი და დაიმატონ თემატური არხებიც, ასევე  ექსკლუზიურ კონტენტი - Silk სპორტი (3 არხი). 
Silk TV -ის მომხმარებელი, არჩეული პაკეტის მიუხედავად,  უფასოდ სარგებლობს საგანმანათლებლო პროგრამით „საშინაო სკოლა“ (სასკოლო ვიდეო-გაკვეთილები) და იღებს ფასდაკლებას ჟურნალ National Geographic-ის ქართულენოვან გამოცემის გამოწერისას. 
 
დარეგისტრირდით ცხელ ხაზზე 2 100 100.