სილქნეტი გორში, ქუთაისსა და ბათუმში საგანგებო აქციას იწყებს

1 აგვისტო, 2016

1 აგვისტოდან გორში, ქუთაისსა და ბათუმში სილქნეტი სპეციალურ პირობებს თავაზობს არსებულ და ახალ აბონენტებს. 

აქცია ფასის შეუცვლელად გაზრდილ ინტერნეტ სიჩქარეს  და ტელევიზიაზე თემატური პაკეტების დამატებას გულისხმობს. 
ოპტიკური ქსელის მომხმარებლებს არჩეულ ინტერნეტ პაკეტზე (10მგბ; 20მგბ; 35მგბ 50 მგბ) ავტომატურად გაეზრდებათ ინტერნეტის სიჩქარე  20 მბ/წმ-ით; ხოლო DSL ინტერნეტის აბონენტებს, რომლებიც სარგებლობენ „ეკონომ“ პაკეტით, აქციის ფარგლებში  „ბუსტის“ (3 მბ-ით მეტ სიჩქარეს) შეთავაზება უფასოდ გაუაქტიურდებათ, თუ მათთვის ტექნიკურად შესაძლებელია მომატებული სიჩქარის მიწოდება.
 
აღნიშნულ ქალაქებში ასევე მიმდინარეობს აქცია სატელევიზიო სერვისზე.

Silk TV-ის მომხმარებლებს ავტომატურად გაუაქტიურდებათ თემატური პაკეტები “პლუსი“ /9 არხი/,  „კინო“/15 არხი/ და „Silk Mix“( „სტანდარტ“ პაკეტისთვის) , რომელიც მოიცავს Silk გასართობ არხებს. პირობა არ შეეხება „დელუქს“ და „დელუქს HD“ პაკეტებს; ხოლო იმ აბონენტებს, ვინც უკვე სარგებლობს ამ თემატური პაკეტებით, 2 წლის მანძილზე პაკეტების საფასური არ დაერიცხებათ. 
 
აღნიშნული აქციებით სარგებლობა შეეძლებათ გორის, ქუთაისისა და ბათუმის მცხოვრებლებს, რომლებიც ცხელი ხაზის 2 100 100 მეშვეობით ჩაერთვებიან სილქნეტის ქსელში. 
 
აქცია  წლის ბოლომდე გრძელდება და მომხმარებელი 2 წლის მანძილზე  ისარგებლებს შეთავაზებით.