ფოტოკონკურსი “ყველაფერი კავშირშია”

13 სექტემბერი, 2016
დღეიდან სილქნეტი იწყებს ფოტოკონკურსს “ყველაფერი კავშირშია”

გაუზიარე შენი ხედვა ათასობით ადამიანს, იყავი გამორჩეული და დასაჩუქრდი 500 ლარით. ამისათვის:


 
 აირჩიე შენი თემა ჰაშთაგით
 შეუსაბამე შენი გადაღებული ფოტო თემას: “ყველაფერი კავშირშია”
 1 ოქტომბრამდე გამოაგზავნე ფოტო მისამართზე:   photo@silknet.com
 
ფოტოს გამოგზავნამდე კარგად გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს:
 
რეკომენდაცია 1:  ფოტოს კონცეფცია უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემას: “ყველაფერი კავშირშია”, თუმცა კონკურსანტმა მეტი კონკრეტიკისათვის (რათა არ მოხდეს ამ თემის განზოგადება) უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი მიმართულება ჰაშთაგით: 
#კომუნიკაცია
#კავშირი
#კომფორტი
#სისწრაფე
#ინოვაცია
#სპორტიმეგობრებთანერთად
#მემიყვარსSilkTV
#მეგობრობა
#ოჯახი


რეკომენდაცია 2:  გარდა ამ თემებისა, კონკურსანტებს ექნებათ საკუთარი ჰაშთაგის დამატების შესაძლებლობა, თუმცა აუცილებელი პირობაა: იყოს თემატური, ანუ ეხებოდეს კომპანია “სილქნეტის” მიმართულებებსა და თემატიკას. 

რეკომენდაცია 3:  კომპანიის მხრიდან უპირატესობა მიენიჭება ფერად ფოტოებს.



გაეცანით კონკურსის წესებსა და პირობებს: 
 
წესები:
1. დასაშვებია ერთი ავტორის მიერ, რამოდენიმე თემატიკაზე, სხვადასხვა ფოტოს გამოგზავნა, ვინაიდან საბოლოოდ ვლინდება გამარჯვებული ფოტო და არა ავტორი.
2. ფოტოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს არჩეული თემა (ჰაშთაგი).
3. ფოტოს გამოგზავნისას Subject- ში მითითებული უნდა იყოს „ფოტოკონკურსი“ და ფოტო გამოგზავნილი უნდა იყოს თანდართული ფაილის სახით. 
4. ფოტოს გამოგზავნისას მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და პირადი ნომერი.
5. ფოტოს წარმატებით გამოგზავნისას მეილზე მოგივათ დასტური.
6. ფოტოს საავტორო უფლებები უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. ფოტოს აღწერაში მითითებული იქნება ავტორის სახელი (სურვილის შემთხვევაში ფსევდონიმი). 
7. კონკურსში მონაწილეობით ავტორი “სილქნეტს” ანიჭებს უფლებამოსილებას, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებული ფოტო კომპანიამ გამოიყენოს საკუთარი შეხედულებისამებრ (ბანერზე, პოსტერზე, ვებ გვერდზე, ჩვენს Facebook და instagram გვერდებზე და ა.შ) ავტორთან  დამატებითი შეთანხმებისა და ანაზღაურების გადახდის გარეშე. 
8. გამარჯვებული გამოვლინდება ხალხის სიმპატიისა და კომპანიის გადაწყვტილების მიხედვით. (ერთი გამარჯვებული გამოვლინდება როგორც „ხალხის რჩეული“, ხოლო დანარჩენ ორ ფოტოზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომპანია “სილქნეტი”)
9. სამივე გამარჯვებული ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით 500 ლარის ოდენობით.
10.  მიიღება მხოლოდ არასამოყვარულო დონის ფოტოები, არაუმცირეს 1,5MB ზომისა, JPEG ფორმატში (.jpg ან .jpeg).
11. კომპანია იტოვებს შესაძლებლობას საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით განათავსოს ფოტოები სილქნეტის Facebook გვერდზე (თემატური შესაბამისობის მიხედვით).
12. ფოტოების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.
13. ფოტოები განთავსდება სილქნეტის Facebook გვერდზე “ფოტოკონკურსი ყველაფერი კავშირშია” ალბომში 3 ოქტომბერს, რის შემდეგაც ერთი ფოტო გამოვლივნდება როგორც ხალხის რჩეული.
14. ყველა მონაწილეს მოწონებული უნდა ქონდეს სილქნეტის Facebook გვერდი.
15. სამივე გამარჯვებული ფოტო გამოვლინდება 10 ოქტომბერს.
16. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან კონკურსის დამთავრების შემდეგ 2 კვირის განმავლობაში. (პირადობის დადასტურების შემდეგ, პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით)
17. ფოტოები გამოაგზავნეთ მითითებულ მისამართზე:  photo@silknet.com
 
შენიშვნა: წესებსა და პირობებზე თანხმობად ითვლება კონკურსში მონაწილეობის მიღება (ფოტოს გამოგზავნა).
 
გისურვებთ წარმატებებს!