საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სილქნეტმა 6 წლის იუბილე გამწვანების აქციით აღნიშნა

20 აპრილი, 2016

სილქნეტმა 6 წლის იუბილე გამწვანების აქციით აღნიშნა.

 

ამასთან დაკავშირებით 16 აპრილს, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას, კომპანიის თანამშრომელთა მონაწილეობით ზეთისხილის 100 ნერგი დაირგო.

 

აღნიშნული აქცია ფონდ ,,გაამწვანე საქართველოს” ხელშეწყობით ჩატარდა.