სილქნეტის უკაბელო ქსელის (S1 ; CDMA Fix) აბონენტთა მიგრაციის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდება!

3 ოქტომბერი, 2019

სილქნეტის უკაბელო ქსელის (S1 ; CDMA Fix)  აბონენტთა მიგრაციის ვადა 1 ნოემბრამდე გაგრძელდება!
 
სილქნეტმა მიმდინარე წელს შეწყვიტა უკაბელო CDMA ქსელის მომსახურება და   S1 ; CDMA Fix აბონენტებს თავაზობს, ნომრის შენარჩუნებით,  მაღალტექნოლოგიურ  ქსელზე გადასვლას.
    
მომსახურების  მისაღებად, აბონენტებზე მიმდინარეობს ახალი სიმ ბარათის გაცემა კომპანიის მომსახურების ცენტრებში (თბილისსა და რეგიონებში), სანომრე რესურსის შენარჩუნებით.
აღნიშნული პროცესი გაგრძელდება  2019 წლის 1 ნოემბრამდე.. 
  
მომხმარებლებისთვის შეთავაზებულია  შემდეგი პაკეტები: 
მობილური S1 მომსახურებით მოსარგებლე ფიზიკურ პირებს გაუაქტიურდებათ  სააბონენტო პაკეტი თვეში 7 ლარად, რომელიც მოიცავს:
 უფასო, ულიმიტო მომსახურებას სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ ქსელში; 
 100მბ ინტერნეტს;
ყველა სხვა ადგილობრივ ოპერატორთან საქართველოში (ფიქსირებული/მობილური) აბონენტი ისაუბრებს 0.10 თ/წთ; ხოლო სმს და საერთაშორისო ზარებზე დაერიცხება მომსახურება „ჯეოსელის“ სტანდარტული ტარიფი.
 
 
ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ უკაბელო ფიქსირებული (CDMA Fix) ქსელით, გაუაქტიურდებათ პაკეტი „7 ლარიანი ადგილობრივი“, რომელიც მოიცავს:
 უფასო, ულიმიტო მომსახურებას სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ ქსელში;
 ყველა  სხვა ადგილობრივი ოპერატორი საქართველოში (ფიქსირებული/მობილური) - 0.10თ; 
 სმს და საერთაშორისო ზარები - მომსახურება „ჯეოსელის“ სტანდარტული ტარიფი.
აღნიშნულ აბონენტებს კომპანია ასევე სთავაზობს ტელეფონის აპარატს სპეციალურ ფასად.
 
 
ფიზიკურმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,  გთხოვთ, მიმართოთ მომსახურების ცენტრებს და ცხელ ხაზს 2100100;
 
 
იურიდიულ პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,  გთხოვთ, მიმართოთ მომსახურების ცენტრებს და ცხელ ხაზს 2100200;