აქცია - ღამის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი!

30 აგვისტო, 2019

აქცია - ღამის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი!
 

30 აგვისტოდან ჯეოსელის მობილური ქსელით მოსარგებლე აბონენტებს სილქნეტი სთავაზობს ახალ აქციას - შეიძინეთ ღამის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი და ისარგებლეთ უსწრაფესი ინტერნეტით ღამის 00:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე ულიმიტოდ. პაკეტით სარგებლობის ვადა 30 დღე. ფასი - 4.90 ლარი. პაკეტის აქტივაცია შესაძლებელია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი აბონენტებისთვის. აქტივაცია შესაძლებელია კომბინაციით *235# ან აპლიკაციიდან “My Silknet”.

პაკეტი არის ავტომატურად განახლებადი. ამ პაკეტის აქტივაციის შემთხვევაში, დღის საათებში აბონენტს შეუძლია ისარგებლოს ან სხვა ინტერნეტ პაკეტით
(მაგ: *135#-ის ინტერნეტ პაკეტებით), ან სტანდარტული ტარიფით 1MB – 0.70 ლარი.