უკაბელო ქსელის (S1 ; CDMA Fix) აბონენტთა საყურადღებოდ!

23 ივლისი, 2019

უკაბელო ქსელის (S1 ; CDMA Fix)  აბონენტთა საყურადღებოდ!
 
გაცნობებთ, რომ დღეიდან სილქნეტი წყვეტს უკაბელო CDMA მომსახურებას და   ამ ტექნოლოგიის ყველა პროდუქტი (S1 ; CDMA Fix)  გადაჰყავს მაღალტექნოლოგიურ  ქსელზე.    
მომსახურების  მისაღებად, აბონენტებზე მიმდინარეობს ახალი სიმ ბარათის გადაეცემა კომპანიის მომსახურების ცენტრებში (თბილისსა და რეგიონებში), სანომრე რესურსის შენარჩუნებით.
აღნიშნული პროცესი გაგრძელდება  2019 წლის 1 ნოემბრამდე.. 
  
მომხმარებლებისთვის შეთავაზებულია  შემდეგი პაკეტები: 
მობილური S1 მომსახურებით მოსარგებლე ფიზიკურ პირებს გაუაქტიურდებათ  სააბონენტო პაკეტი თვეში 7 ლარად, რომელიც მოიცავს:
 უფასო, ულიმიტო მომსახურებას სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ ქსელში; 
 100მბ ინტერნეტს;
ყველა სხვა ადგილობრივ ოპერატორთან საქართველოში (ფიქსირებული/მობილური) აბონენტი ისაუბრებს 0.10 თ/წთ; ხოლო სმს და საერთაშორისო ზარებზე დაერიცხება მომსახურება „ჯეოსელის“ სტანდარტული ტარიფი.
 
 
ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ უკაბელო ფიქსირებული (CDMA Fix) ქსელით, გაუაქტიურდებათ პაკეტი „7 ლარიანი ადგილობრივი“, რომელიც მოიცავს:
 უფასო, ულიმიტო მომსახურებას სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ ქსელში;
 ყველა  სხვა ადგილობრივი ოპერატორი საქართველოში (ფიქსირებული/მობილური) - 0.10თ; 
 სმს და საერთაშორისო ზარები - მომსახურება „ჯეოსელის“ სტანდარტული ტარიფი.
აღნიშნულ აბონენტებს კომპანია ასევე სთავაზობს ტელეფონის აპარატს სპეციალურ ფასად.
 
 
ფიზიკურმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,  გთხოვთ, მიმართოთ მომსახურების ცენტრებს და ცხელ ხაზს 2100100;
 
 
იურიდიულ პირებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად,  გთხოვთ, მიმართოთ მომსახურების ცენტრებს და ცხელ ხაზს 2100200;