სილქნეტი 5 ლარიანი მეტი S-ის ნაცვლად აბონენტებს გაზრდილი მოცულობის პაკეტ მეტი S პლიუსს სთავაზობს 8 ლარად

18 ივლისი, 2019


როგორც იცით, სილქნეტმა მობილურ და ფიქსირებულ ტარიფებზე ცვლილებები ა.წ. მაისში განახორციელა. ამ ცვლილებების მიზანი იყო, აბონენტებისთვის უფრო მოქნილი და მეტი მოცულობის მომსახურება მიეწოდებინა. 
 

განახლებული ტარიფების მიუხედავად, კომპანიამ აბონენტების ინტერესებიდან გამომდინარე, უცვლელად დატოვა 5 ლარიანი პაკეტი მეტი S. ამასთან, კომპანიამ მომხმარებელს შესთავაზა ახალი პაკეტი მეტი S პლიუსი 8 ლარად. მეტი S პლიუსის პირობებში, აბონენტები მობილურ ინტერნეტს 15 %-ით უფრო იაფად შეიძენენ. 


ახალი ტარიფების ძალაში შესვლიდან, მეტი S პლიუსის მოხმარებამ ზრდადი სტატისტიკა აჩვენა. ამიტომ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა აბონენტს, ვინც სარგებლობდა მეტი S-ით, შესთავაზოს მეტი S პლიუსი. შედეგად, 20 აგვისტოდან მოხდება მეტი S-ის გაუქმება. ყველა აბონენტს, რომელიც ამ დროისათვის სარგებლობდა გაგრძელებდი 5 ლარიანი მეტი S-ით, ავტომატურად განუახლდება პირობები 8 ლარიანი მეტი S პლიუსის სახით. 


5 ლარიანი Meti S-თან შეადრებით, Meti S პლიუსი აბონენტებს სთავაზობს 3-ჯერ მეტ ინტერნეტს, 120 წუთის ნაცვლად 150 სასაუბრო წუთს და 10-ჯერ მეტ სმს-ს. 


პაკეტით სარგებლობის ვადაა 30 დღე.