სილქნეტის განმარტება მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით

11 მარტი, 2019


„ვეხმაურებით 9 მარტს კურიერში გასულ ინფორმაციას, სადაც მოთხრობილი იყო რუსთაველის 12-ში არსებულ შენობაში ტროლების განთავსების და მათი საქმიანობის, ასევე ბანკზე განხორციელებული კიბერ შეტევის შესახებ. სიუჟეტში ერთ-ერთმა რესპოდენტმა დააფიქსირა, თითქოს შენობაში განთავსებულია სილქნეტის აპარატურა, რომლის მეშვეობითაც, ბევრად უფრო ადვილი იყო კიბერ შეტევის განხორციელება. 
 

სილქნეტი აფიქსირებს, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. კომპანიას შენობაში არანაირი აპარატურა არ აქვს. იგი განლაგებულია სხვა ტერიტორიაზე - აღნიშნული შენობის უკანა ეზოში, სადაც, ასევე, განთავსებულია საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა ოპერატორის აპარატურა. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ აპარატურის განთავსებას არანაირი კავშირი არ აქვს რესპოდენტის მიერ გამოთქმულ ვარაუდთან. 
 

ამიტომ, ყველას გვინდა მივმართოთ თხოვნით, რომ მსგავს საპასუხისმგებლო თემებთან მიმართებაში მაქსიმალურად  შეიკავონ თავი დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანების, ან კომპანიის, ამ შემთხვევაში „სილქნეტის“ იმიჯს და რეპუტაციას. სილქნეტი ხაზგასმით ეწინააღმდეგება კომპანიის ნებისმიერი სახით დაკავშირებას და ხსენებას, ტროლების და ბოტების, ასევე კიბერ შეტევების დამაზიანებელ ქმედებებთან საქართველოში“.