სილქნეტი თავის მომხმარებელს მობილურ ქსელში ჩატარებული გეგმიური სამუშაოების შესახებ აწვდის ინფორმაციას

29 იანვარი, 2019


სილქნეტმა 25 იანვარს აცნობა თავის მომხმარებელს, რომ ჯეოსელის ქსელში ჩატარდა მასშტაბური სისტემური განახლება, რაც მასიურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
 
ამ სისტემის კომპლექსურებიდან გამომდინარე, მომდევნო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს განახლებული სისტემის ოპტიმიზაცია, რაც, შესაძლოა, გარკვეულ შეფერხებებთან იყოს დაკავშირებული. ამჟამად, გრძელდება მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში, იმისათვის, რათა უმოკლეს ვადებში, დასრულდეს აღნიშნული ოპტიმიზაციის სამუშაოები და სრულად აღდგეს მობილური სერვისების შეუფერხებელი მიწოდება მომხმარებლებისთვის.
კომპანია ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.