სილქნეტი მობილური მომსახურების ახალ სისტემაზე გადადის

25 იანვარი, 2019


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 იანვარს, 23:30-დან, იგეგმება  პროგრამული განახლება ჯეოსელის აბონენტებისთვის. დაგეგმილი სამუშაოების მიზანია, კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შემოგთავაზოთ, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენს მოთხოვნებზე.
სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, არსებული სისტემიდან ახალზე გადასვლა მოხდება ეტაპობრივად. ამ პერიოდში (25 იანვრის 23:30 სთ-დან 26 იანვრის 12:00 სთ-მდე) მოსალოდნელია შეზღუდვები შემდეგ მომსახურებაზე: სერვისის შეძენა/გაუქმება, ანგარიშის/ ბონუსების შემოწმება და სხვადასხვა ტიპის გადახდები. ასევე, შეზღუდული იქნება მობილური აპლიკაციით და ინტერნეტ პორტალით  სარგებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში, შესაძლო შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გთხოვთ, ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები განახორციელოთ 25 იანვრის 23:30 სთ-მდე.
მთელი ჩვენი გუნდი მობილიზებულია, რომ  ეს პროცესი დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი კმაყოფილება.