სერვისი YouTube „სილქ+“ პაკეტის მომხმარებლებისთვის

29 ოქტომბერი, 2018


სილქნეტმა „სილქ+“ პაკეტის მომხმარებლებისთვის  მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეო ჰოსტინგი YouTube გაააქტიურა.  
 
ვიდეო ჰოსტინგი YouTube განთავსდა Silk TV-ის მენიუში - „აპლიკაციებში“.  „სილქ+“ პაკეტის მომხმარებლებს YouTube-ის ყურება შეეძლებათ შესაბამისი მოწყობილობის მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მომსახურება არის უფასო.

დეკოდერის მოთხოვნა შესაძლებელია ცხელი ხაზის 2 100-100 მეშვეობით. დეკოდერს აქვს 4K რეზოლუციის მხარდაჭერა, რაც სატელევიზიო არხების Ultra HD ხარისხით ჩვენების საშუალებას იძლევა.