ტექნიკური სამუშაოები გლობალ ტვ-ს მომსახურების გაუმჯობესების მიზნით

16 მაისი, 2018

ძვირფასო აბონენტებო,  

სს „სილქნეტი“ გატყობინებთ, რომ სატელევიზიო მომსახურების („გლობალ ტვ“) გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რის ფარგლებშიც გარკვეულ გეოგრაფიულ ზონებში, საჭიროა სიგნალის მიმღები დეკოდერების შეცვლა. 
 

აბონენტებს, ვისაც აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში შეეზღუდებათ მომსახურება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქოლ ცენტრს 032 2 47 12 12, რათა კომპანიამ უზრუნველყოს ახალი მიმღები დეკოდერების ინსტალაცია.  შეზღუდვა მოსალოდნელია 2018 წლის 17 მაისიდან.
 

სერვისის შეწყვეტიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში კომპანია  მომსახურებას აღადგენს უფასოდ.