სიახლე გლობალ ტვ-ის აბონენტებისთვის!

27 თებერვალი, 2018


გლობალ ტვ-ის მომხმარებლები,  ფასის უცვლელად მეტი სატელევიზიო არხით ისარგებლებენ.
 

მინიმალური პაკეტის „სტარტის“ (61 არხი) მომხმარებელს, აქციის ფარგლებში, სააბონენტო ტარიფის უცვლელად, გაუაქტიურდება ერთით ზედა პაკეტი „მედიუმი“ (90 არხი) და ამავე დროს საჩუქრად მიიღებს თემატურ პაკეტ „სილქს“. აღნიშნული თემატური პაკეტი, რომელშიც სილქ კინო და სილქ სპორტული არხებია (6 არხი)  გაერთიანებული, საჩუქრად გაუაქტიურდებათ „მედიუმ“ ან „პრემიუმ“ პაკეტის მომხმარებლებსაც. 

სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია გლობალ-ტვ-ის ახალი და დავალიანების გამო გათიშული აბონენტებისთვისაც. 
ახალი აბონენტები სრული პაკეტით 1 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ, ხოლო არსებული აბონენტებისთვის აქცია 3 თვე გაგრძელდება.

აქციის ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებლის სერვისი ავტომატურად დაუბრუნდება აქციამდე არსებულ პაკეტს.  

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს 2 47 12 12