სილქნეტმა დამატებითი მომსახურება - „სააბონენტოს გადავადების სერვისი“ აამოქმედა

11 იანვარი, 2018

 

ინტერნეტის, ტელევიზიის და სპეციალური შეთავაზების ფარგლებში სერვისით უწყვეტად სარგებლობა შესაძლებელი ხდება სილქნეტის დამატებითი მომსახურებით 12 იანვრიდან.   

„სააბონენტოს გადავადების სერვისი“ საშუალებას აძლევს ოპტიკურ ქსელში ჩართულ მომხმარებელს,  შესაბამისი თანხის შეტანის საფუძველზე მოახდინოს სერვისის აქტივაცია:

 

  • სააბონენტოს გადავადება  მომდევნო გადახდის თარიღამდე -   3 ლარი.
  • გადავადების უფლების მქონე აბონენტი კომპანიიდან SMS-ით წინასწარ მიიღებს გადავადებისთვის საჭირო კოდს. კოდი ვალიდურია 20 დღის განმავლობაში.
  • მომენტალური გადახდის აპარატში Nova Paybox, სილქნეტის განყოფილებაში, მომხმარებელმა უნდა გაიაროს იდენტიფიკაცია (ანგარიშის ნომრით ან ტელეფონის ნომრით), აირჩიოს დავალიანების გადავადების ფანჯარა და შეიყვანოს SMS ოთხნიშნა კოდი.



გადავადების თანხის შეტანა მყისიერად აისახება სილქნეტის ბაზაში და გააქტიურდება სააბონენტოს გადავადების სერვისი, ხოლო ძირითადი მომსახურების შეზღუდვის შემთხვევაში - შეზღუდული მომსახურებაც. 


დამატებითი მომსახურების "სააბონენტო 
გადასახადის გადავადების" პირობები