სილქნეტის შესახებ

 


 

ჩვენს შესახებ
 

სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის  ლიდერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის. კომპანიას FITCH-ის მიერ მინიჭებული აქვს B+ რეიტინგი.
სილქნეტი  2017 წლის 6 თვის მონაცემებით (gncc) საქართველოს ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის  41%  ფლობს, მაუწყებლობის ტრანზიტზე (IPTV) ბაზრის 30% - ს, ხოლო ფიქსირებული სატელეფონო ქსელით   მომხმარებელთა 48% ემსახურება. 

სილქნეტი მაღალი რანგის სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. 1600-ზე მეტი პროფესიონალის საშუალებით კომპანია ქვეყნის მასშტაბით სატელეკომუნიკაციო სერვისების ხარისხიან მიწოდებას უზრუნველყოფს.
გამართული ქსელის, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მაღალკვალიფიციური პერსონალის საშუალებით, სილქნეტი სტელეკომუნიკაციო სფეროში რეგიონალური მოთამაშეებისთვის სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყნის მოსახლეობის სწრაფი განვითარების გარანტია.
 

ჩვენი მიზანი

ჩვენ ვუზრუნველვყობთ ხალხის და კომპანიების კომუნიკაციას.  ჩვენ შესაძლებლობას ვიძლევით უწყვეტ რეჟიმში მიიღოთ და გასცეთ ინფორმაცია. ჩვენ ინტერნეტზე წვდომით ჩვენი შვილების განათლებისთვის საუკეთესო საფუძველს ვქმნით. ჩვენი მიზანია უკეთესი კავშირის უზრუნველყოფა თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგოების საშუალებით. 


 

ჩვენი ხედვა

განათლებისთვის გვჭირდება ინფორმაცია, კავშირი გარე სამყაროსთან. დღეს ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა. საქართველოში სილქნეტის მაღალი ხარისის ინტერნეტის დაფარვის არეალის გაზრდით, ჩვენ მეტ ოჯახს ვუხსნით გზას განათლების მისაღებად და შესაბამისად მყარ საფუძველს ვქმნით მათი კეთილდღეობისთვის.