• Geocell

FAQ

რა არის სერვისი “ინტერნეტ მშობელი”?
“ინტერნეტ მშობელი” არის სილქნეტის GPON აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი DNS ფილტრი, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაბლოკოთ წვდომა თქვენს სახლში კონკრეტულ საიტებზე და საიტების კატეგორიებზე .
რა არის DNS?
DNS არის ქსელური სერვისი, რომლის დახმარებითაც ხორციელდება საიტის სახელის თარგმნა კომპიუტერისთვის გასაგებ სერვერის მისამართში (IP).
ნახულობთ თუ არა რა საინტებზე შევდივარ მე?
არა, ჩვენ არ შეგვიძლია ვნახოთ რა ვებ-გვერდებზე შედიხართ. DNS სერვისი მხოლოდ თარგმნის დომენის სახელს სერვერის IP-მისამართში, შესაბამისად შეუძლებელია გაანალიზდეს რა გვერდებს ნახულობთ. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ვხედავთ რომელ DNS მოთხოვნებს აგზავნის თქვენი კომპიუტერები და სილქნეტის ინტერნეტთან შეერთებული სხვა მოწყობილობები. მსგავსი ინფორმაცია არ ინახება ჩვენს სისტემებში.
რა მოწყობილობებს იცავს სერვისი “ინტერნეტ მშობელი”?
სერვისი “ინტერნეტ მშობელი” იცავს თქვენს სახლში სილქნეტის ქსელზე მიერთებულ ყველა მოწყობილობას.თითო მოწყობილობის დონეზე სერვისის მართვა შეუძლებელია.
რაში გამოიხატება დაცვა სერვისი “ინტერნეტ მშობელი”-ს მეშვეობით?
სერვისი “ინტერნეტ მშობელი”-ს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ ესა თუ ის საიტი, ან საიტების კატეგორია, ასევე გააქტიუროთ უსაფრთხო ძიების ფუნქცია (ძიების შედეგების ფილტრაცია Google Chrom-სა და Bing -ში, სხვა საძიებო სისტემების ბლოკირება) და უსაფრთხო /შეზღუდული YouTube-ის ფუნქცია.
საჭიროა თუ არა რაიმე პროგრამის დაყენება კომპიუტერზე ან ტელეფონზე?
არა, - ინტეგრირებულია სილქნეტის ინტერნეტ სისტემებში, და თქვენს სახლში სილქნეტის ქსელზე მიერთებული ყველა მოწყობილობა დაცულია
შეგიძლიათ თუ არა დაბლოკოთ კონკრეტული აპლიკაცია ტელეფონში?
არა, სერვისი “ინტერნეტ მშობელი” მეშვეობით შესაძლებელია დაიბლოკოს მხოლოდ კონკრეტული დომენი, მაგალითად Youtube.com.
რა არის კატეგორია და ვინ ანიჭებს კონკრეტულ საიტს ამა თუ იმ კატეგორიას?
კატეგორია არის საიტების თემატური დაჯგუფება. მსოფლიო მასშთაბით უამრავი მომხმარებელი გვაწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ საიტზე, რომელიც შემდგომი ანალიზის საფუძველზე თავსდება ამა თუ იმ კატეგორიაში.
სად შემიძლია ვნახო სტატისტიკა (საიტები სადაც შევდიოდი)
სილქნეტი არ ინახავს მსგავს სტატისტიკას.
რა გავაკეთო თუ მინდა კონკრეტული საიტის დაბლოკვა?
ეწვიეთ MySilknet.com-ს> სერვისი “ინტერნეტ მშობელი”->კონფიგურაციის გვერდი-> შავ სიაში დამატება -> შეიყვანეთ საიტის მისამართი->შექმნა
როგორ ავხსნა ბლოკი კონკრეტული საიტისგან ისე, რომ მთელი კატეგორია არ გავხსნა?
ეწვიეთ MySilknet.com-ს> სერვისი “ინტერნეტ მშობელი”->კონფიგურაციის გვერდი-> თეთრ სიაში დამატება -> შეიყვანეთ საიტის მისამართი->შექმნა
შემიძლია თუ არა ამ სერვისის გამოყენება სხვა სახლში?
არა, ეს სერვისი მიმაგრებულია თქვენი სილქნეტის აბონენტის ანგარიშზე კონკრეტულ მისამართზე.
შემიძლია თუ არა მქონდეს სხვადასხვა ბლოკირებები სახლის სხვადასხვა კომპიუტერებზე?
ამ ეტაპზე მსგავსი ფუნქციონალი არ არის გათვალისწინებული.
თეთრ სიაში დავამატე youtube.com, facebook.com, skype.com ან სხვა ვებ გვერდი, მაგრამ ის ნაწილობრივ არ იხსნება ან შესაბამისი სერვისი (მაგალითად, სკაიპი) არ მუშაობს.
ბევრი ვებ გვერდი იყენებს რამდენიმე დომეინს ან /და ქვედომეინს ჩამოტვირთვის სიჩქარის გასაუმჯობესებლად. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს, როდესაც ამატებთ გარკვეული ვებ გვერდებს შავ ან თეთრ სიაში. შესაბამისად, თუ დაბლოკილი გაქვთ კატეგორია, მაგრამ გსურთ დაბლოკილი კატეგორიიდან რომელიმე ვებ გვერდზე წვდომა, თქვენ უნდა შეიყვანოთ ამ გვერდის ყველა ქვედომეინი (SubSites) თეთრ სიაში. აქ არის რამდენიმე პოპულარული ვებსაიტებისთვის განკუთვნილი ქვედომეინის მაგალითები, რომლებიც უნდა დაამატოთ თეთრ სიაში, როდესაც ამ ვებ გვერდების ძირითადი კატეგორია დაბლოკილი გაქვთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საიტების მფლობელებს პერიოდულად შეუძლიათ შეცვალონ აღნიშნული მისამართები Youtube დაკავშირებული დომენები: • youtube.com (without www) • ytimg.com • googlevideo.com Facebook დაკავშირებული დომენები: • facebook.com (without www) • facebook.net • fbcdn.net Skype დაკავშირებული დომენები: • skype.com (without www) • trouter.io • skype.net • skypeassets.com • messenger.live.com WhatsApp დაკავშირებული დომენები: • whatsapp.com • whatsapp.net Twitter დაკავშირებული დომენები: • twitter.com (without www) • twimg.com • t.co Instagram დაკავშირებული დომენები: • instagram.com • cdninstagram.com Hamachi დაკავშირებული დომენები: • hamachi.cc • logmein-gateway.com • logmein.com
დავამატე ვებ გევრდი თეთრ სიაში, მაგრამ ის მაინც დაბლოკილია.
შეტყობინება, როგორიც არის "ვებ გვერდი კვლავ დაბლოკილია" ნაჩვენებია იმ შემთხვევებში, როდესაც ჩვენი სისტემა მიუთითებს სასურველ ვებ გვერდს, მაგრამ თქვენი ბრაუზერი ქეშირების საშუალებით მიანიშნებს დაბლოკილ ვებ გვერდის მისამართს. ასევე, ეს შეიძლება მოხდეს პროქსის სერვერის( proxy) გამოყენების შემთხვევაშიც. ამ პრობლემის გადასაჭრელად, უნდა გადატვირთოთ ბრაუზერი, ან გაასუფთავოთ მისი ქეში. უმეტეს შემთხვევაში ეს საკმარისი იქნება. თუ ბრაუზერის გადატვირთვის შემდეგ ცვლილება არ იქნება, უნდა გაასუფთავოთ თქვენი ოპერაციული სისტემის DNS ქეში. შეგიძლიათ გააკეთოთ ეს Windows OS- ზე ბრძანება ipconfig /flushdns ზოგ შემთხვევებში შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი როუტერის, ან პროქსის DNS ქეშის გასუფთავება.
რითი განსხვავდება თეთრი სია და თეთრი სიის რეჟიმი?
თუ თქვენ დაბლოკილი გაქვთ რომელიმე კატეგორია და მასში შედის ვებ გვერდი, რომელზეც შესვლა გსურთ, შეიყვანეთ ამ ვებ გვერდის მისამართი „თეთრ სიაში“ და ის აღარ დაიბლოკება. ხოლო თეთრი სიიის რეჟიმის აქტივაციისას თქვენ გექნება წვდომა მხოლოდ თეთრ სიაში მითითებულ ვებ გვერდებზე. სხვა ვებ გვერდები დაბლოკილი იქნება
როგორ შევამოწმო რომელ კატეგორიას ეკუთვნის ესა თუ ის ვებ გვერდი?
სერვისის კონფიგურაციის გვერდზე პუნქტში „საიტის შემოწმება“ შეიყვანეთ კონკრეტული ვებ გვერის მისამართი.