საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

FAQ

შემიძლია თუ არა სერვის ცენტრში მიუსვლელად შევცვალო სატელეფონო მომსახურების პაკეტი?
სატელეფონო მომსახურების პაკეტის შეცვლა ავტომატურ რეჟიმშიც შესაძლებელია – თქვენივე ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე 2 100 100, ავტომატურ რეჟიმში აკრიფეთ 3 შემდეგ 2 და მიყევით ინსტრუქციას.
საუბრის დეტალური ამონაბეჭდის მისაღებად საჭიროა თუ არა პირადობის მოწმობის წარდგენა?
საუბრის დეტალური ამონაბეჭდის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა აუცილებელია.
როგორ გავიგო ჩემს სატელეფონიო ნომერზე დარიცხული დავალიანება?
დარეკეთ უფასო ავტომატურ საინფორმაციო ნომერზე 2 100 103 და სახლიდან გაუსვლელად მიიღეთ ინფორმაცია თქვენს სატელეფონო ნომერზე არსებული დავალიანების შესახებ.
შესაძლებელია თუ არა 0 კოდის შეზღუდვა?
0 კოდის შეზღუდვა შესაძლებელია, ამ შემთხვევაში სატელეფონო ნომრიდან ვერ განხორციელდება ფასიანი ზარები.
სად შეიძლება მივიღოთ ანგარიშფაქტურა?
იურიდიული პირის შემთხვევაში, ბეჭდიანი ანგარიშფაქტურის მიღება შესაძლებელია სილქნეტის სერვის ცენტრებში, ხოლო ელექტრონული ვერსიის მიღება შესაძლებელია – ცხელი ხაზის 2 100 200–ზე დაფიქსირებული მოთხოვნით
იურიდიული პირის შემთხვევაში, რა პერიოდში უნდა დავფაროთ დავალიანება იმისთვის, რომ არ შემიწყდეს სატელეფონო მომსახურება ცალმხრივად?
იურიდიულ პირთათვის დავალიანების დაფარვა შესაძლებელია 25 რიცხვამდე. თანხის გადმორიცხვა სასურველია 3 სამუშაო დღით ადრე – საგადახდო დავალებაში აუცილებელია მითითებული იყოს სატელეფონო ნომერი, ან ანგარიშის ნომერი. ლოკალური საუბრის თანხა დაგერიცხებათ ყოველი თვის ბოლო დღეს.
როგორ მოვიქცე DSL ინტერნეტ მომსახურების გაუქმების შემთხვევაში?
მომსახურების გაუქმებისთვის პიროვნებამ, ვისზეც არის რეგისტრირებული DSL ინტერნეტი ან სატელეფონო მომსახურება, უნდა მიმართოს კომპანიის ნებისმიერ სერვის ცენტრს და დააბრუნოს ყველა ის მოწყობილობა, რაც მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე აბონენტის დროებით მფლობელობაშია.
როგორ მოვიქცე DSL ინტერნეტ მოდემის დაზიანების შემთხვევაში?
მოდემის დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ დიდუბის სერვის ცენტრში არსებულ ტექნიკურ განყოფილებას, მისამართზე: თბილისი , თევდორე მღვდლის. №46 ისანი, შირაქის №40
სად შემიძლია შევიძინო უკაბელო ტელეფონის დამტენი?
უკაბელო ტელეფონის დამტენის შეძენა შესაძლებელია დიდუბის სერვის ცენტრში მისამართზე თევდორე მღვდლის. №46
შემიძლია თუ არა სერვის ცენტრში მიუსვლელად შევცვალო უკაბელო ტელეფონის მომსახურების პაკეტი?
დიახ შესაძლებელია. თქვენივე ტელეფონიდან დარეკეთ ნომერზე 2 100 100, ავტომატურ რეჟიმში აკრიფეთ 3 შემდეგ 3 და მოუსმინეთ ინსტრუქციას.
როგორ შევუკვეთო SILK TV?
SILKTV–ს შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს სერვის ცენტრებში, ასევე შესაძლებელია შეუკვეთოთ ონლაინ რეჟმში საიტიდან www.silk-tv.com ან დარეკოთ ცხელ ხაზზე 2 100 400.
რა ღირს Silk TV-ის პულტი და სად შეიძლება შევიძინო?
Silk TV-ის პულტის ფასი 15 ლარია. შეძენა შესაძლებელია სილქნეტის სერვის ცენტრებში.
როგორ დავრეკოთ საზღვარგარეთ?
10 -16 - 00 (სილქნეტის აბონენტებისთვის მხოლოდ 00) – ქვეყნის კოდი+ ქალაქის კოდი/მობ. ოპერატორის ინდექსი + აბონენტის ნომერი
როგორ გავიგო საერთაშორისო ქვეყნების კოდები და ტარიფები?
აღნიშნული ტარიფები იხილეთ სილქნეტის ვებ-გვერდზე www.silknet.com, ან დარეკეთ უფასო საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 2 100 100 ან ეწვიეთ სერვის ცენტრებს.
4G LTE-ზე როგორ შევამოწმო დარჩენილი მეგაბაიტები?
1. აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ 100100.ge საიტზე გადასვლით (იმ სერვერიდან, რომელზეც გაინტერესებთ ანგარიში) 2.ბალანსის შესახებ ინფორმაციისათვის აბონენტმა უნდა გააგზავნოს კომბინაცია bal ნომერზე 91800 3. დარეკეთ ნომერზე 2 100 100, კოდური სიტყვის დასახელებით დისტანციურად მიიღეთ ინფორმაცია
როგორ ხდება პაკეტის აქტივაცია?
პაკეტის აქტივაციისათვის უნდა გააგზავნოთ შესაბამისი კომბინაცია ნომერზე 91800: Bronze პაკეტის აქტივაციისთვის - fixpacb; Silver პაკეტის აქტივაციისთის - fixpac1; Platinum პაკეტის აქტივაციისთვის - fixpac2; დამატებითი პაკეტის აქტივაციისთვის - addpac1; პაკეტის აქტივაციისთის შეგიძლიათ მიხვიდეთ სერვის ცენტრში,ან დარეკოთ ქოლ ცენტრში და კოდური სიტყვის დახმარებით გაიაქტიუროთ პაკეტი.
როგორ მოვხსნა S1 ტელეფონზე ბლოკი?
S1 ტელეფონზე ბლოკის მოსახსნელად უნდა მიბრძანდეთ ტექნიკურ სერვის ცენტრში. (მის:თბილისი, თევდორე მღვდლის. №46)
სად შეიძლება S1 მობილურის აქსესუარების შეძენა?
S1 მობილურის აქსესუარების შეძენა შესაძლებელია სერვის ცენტრებში.
როგორ ხდება პულტის აპლიკაციის ტელევიზორთან დაკავშირება?
Silk TV პულტის აპლიკაცით სარგებლობისთვის აუცილებელია მოწყობილობის დაკავშირება ტელევიზორთან, აპლიკაციაში ერთჯერადი პინ კოდის შეყვანით. ერთჯერადი პინ კოდის მიღება შესაძლებელია Silk TV ტელევიზორის მენიუდან. განყოფილებაში „ჩემი Silk TV“ - ჩამონათვალში მოძებნეთ „პულტი“, რომლის ღილაკზე დაჭერით, ეკრანზე გამოჩნდება პინ კოდის მიღების ფანჯარა. პინ კოდის შეყვანის შემდეგ ტელევიზორის ეკრანზე დაადასტურეთ აპლიკაციასთან დაკავშირება. აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა ინტერნეტ კავშირი.
რა არის Silk phone OTT?
Silk Phone OTT არის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების სერვისი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ყველგან სადაც ინტერნეტია. ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს სილქნეტის ფიქსირებული ტელეფონის ტარიფებითა და პირობებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ინტერნეტ ქსელში ჩართვისას.
როგორი ნუმერაცია ექენება Silk phone OTT-ს მომხმარებელს?
Silk phone OTT-ს მომხმარებელს ენიჭება სილქნეტის ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისთვის გამოყოფილი ნუმერაცია. ერთ აბონენტზე შესაძლებელია მაქსიმუმ 3 (სამი) სატელეფონო ნომრის გააქტიურება.
რა არის Silk UP?
სახლის ტელეფონის უფასო მობილური აპლიკაცია, რომლის ინსტალაცია შესაძლებელია ოპერაციულ სისტემაზე iOS და Android.
რისთვის გამოიყენება Silk UP?
უფასო ზარების მისაღებად და განსახორციელებლად, როგორც Silk UP-ის მომხმარებლებისთვის, ასევე გარე ქსელზე ნებისმიერი მიმართულებით. გარდა ამისა, სხვა ქსელში ზარის განხორციელება სილქნეტის სტანდარტული მობილური ტარიფებით არის შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის ვინც იმყოფება საზღვარგარეთ.
როგორ შევცვალო პორტალზე ჩემი მონაცემები (მეილი, საკონტაქტო ნომერი)?
პორტალზე ავტრიზაციის გავლის შემდეგ, განყოფილებაში „პარამეტრები“ შესაძლებელია მეილის და პაროლის ცვლილება. მობილური ტელეფონის ცვლილება პორტალიდან არ არის შესაძლებელი. მობილური ტელეფონის შესაცვლელად შეგიძლიათ მიბრძანდეთ სერვის ცენტრში,ან დარეკოთ ქოლ ცენტრში და კოდური სიტყვის დახმარებით შეცვალოთ მობილურის ნომერი.
სად მოვიძიო პორტალზე კოდური სიტყვა?
პორტალზე კოდური სიტყვის ნახვა შესაძებელია, განყოფილებაში „მომსახურებები“ (თითოეული ანგარიშის ნომრის მიხედვით). გარდა ამისა კოდური სიტყვა მოცემულია აბონენტის სახელი და გვარის ქვემოთ.
როგორ ვისარგებლო Wi Fi მოწყობილობაზე?
Wi Fi მოწყობილობით სარგებლობის შემთხვევაში ‘’ტურბო ღილაკის’’ გააქტიურებისას შესაძლებელია ვერ ისარგებლოთ 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით, რადგან სიჩქარის გადაცემა დამოკიდებულია თქვენი Wi Fi მოწყობილობის გამტარუნარიანობაზე. ამ შემთხვევაში, 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია პირდაპირი ქსელური შეერთების შედეგად (კაბელის კომპიუტერზე მერთებით).
როგორ გადავიხადო?
ყოველთვიური მომსახურების გადახდა შესაძლებელია პირადი ანგარიშის ნომრის მითითებით - ონლაინ სიატებიდან, ასევე ჩვენს ვებ გვერდზე დაუკავშირდეთ სილქნეტის ცხელ ხაზს: 2 100 100, გაიგეთ თქვენი პირადი ანგარიშის ნომერი და გადაიხადეთ მარტივად.
როგორ ვისარგებლო Silk TV ოპტიმათი?
Silk TV-ის დასაინსტალირებლად აუცილებელია მოგეწოდებოდეთ მინიმუმ 3 მბ ინტერნეტ სიჩქარე. შეამოწმეთ სიჩქარე ლინკზე: http://speedtest.silktv.ge დეკოდერის შესაძენად მიმართეთ სილქნეტის ნებისმიერ სერვის ცენტრს
როგორ ვისარგებლო ლეპტოპზე ტურბო ღილაკით?
ლეპტოპით სარგებლობის შემთხვევაში, თუ აღნიშნულ მოწყობილობას არ გააჩნია 100 მბ/წმ სიჩქარის მისაღებად/გასატარებლად საჭირო ტექნიკური მაჩვენებლები/პარამეტრებიბი ‘’ტურბო ღილაკის’’ გააქტიურებისას შესაძლებელია ვერ ისარგებლოთ 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით;
ვისთვის არის შესაძლებელი ღამის ექსპრესით სარგებლობა?
„ღამის ექსპრესით“ სარგებლობა შეუძლიათ სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტით მოსარგებლე ფიზიკურ პირებს თბილისსა და რეგიონში (რუსთავი, ველისციხე, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, გორი, ხაშური, ფოთი, ზუგდიდი)
ვისთვის არის DSL ასისტენტი განკუთვნილი
პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ შემდეგი ოპერაციული სისტემისთვის: Windows XP SP2 და მომდევნო ვერსიები.
შემიძლია თუ არა ინტერნეტ ასისტენტის სხვა სერვისებითვისაც გამოყენება?
DSL ინტერნეტის გარდა, პროგრამა ასევე უზრუნველყოფს SilkTV სერვისზე წარმოშობილი პრობლემის აღმოფხვრას.
როგორ ვაგროვებ Silk ქულებს?
Silk ქულების დაგროვების რამდენიმე გზა არსებობს: 1000 ქულა საჩუქრად. Mysilknet.com-ზე დარეგისტრირებული ყველა მომხმარებელი ერთჯერადად საჩუქრად მიიღებს 1000 Silk ქულას. სერვისების ღირებულების გადახდისას, ქულების დაგროვება ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში სარგებლობთ სილქნეტის სერვისებით. რაც უფრო დიდხანს ხართ ჩვენი აბონენტი, მით მეტ ქულას აგროვებთ სილქნეტის მომსახურების ღირებულების გადახდისას: • გადახდილი თანხის 5%. თუ 12 თვე ჯერ არ გასულა, რაც სილქნეტის აბონენტი ხართ, ყოველ გადახდილ 1 ლარზე გიგროვდებათ 10 Silk ქულა. • გადახდილი თანხის 6%. თუ 24 თვე ჯერ არ გასულა, რაც სილქნეტის აბონენტი ხართ, მაგრამ 12 თვეზე მეტია სარგებლობთ ჩვენი სერვისებით, ყოველ გადახდილ 1 ლარზე გიგროვდებათ 12 Silk ქულა. • გადახდილი თანხის 7%. თუ 24 თვეზე მეტია, რაც სილქნეტის აბონენტი ხართ, მაგრამ, ყოველ გადახდილ 1 ლარზე გიგროვდებათ 14 Silk ქულა. ახალი სერვისების დამატებისას. სილქნეტის ყოველი ახალი სერვისის დამატებისას*, საჩუქრად მიიღებთ Silk ქულებს: • 800 Silk ქულა - ინტერნეტს ან Silk TV-ს დამატებისას • 400 Silk ქულა - ყველა სხვა სერვისის დამატებისას. *გაითვალისწინეთ, რომ Silk ქულების დაგროვება ხდება მომსახურების ინსტალაციის ან/და მოწყობილობის ღირებულების გადახდისას.
რისთვის გამოვიყენო დაგროვებული Silk ქულები?
დაგროვებული ქულები შეგიძლიათ გადაცვალოთ სხვადასხვა საჩუქარში. ამისთვის, პორტალზე Mysilknet.com გადადით გვერდზე “Silk კლუბი” და დაათვალიერეთ ყველა თქვენთვის ხელმისაწვდომი შეთავაზება. სასურველი შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, Silk კლუბის ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ აქტივაციისთვის საჭირო ქულების რაოდენობა და სერვისი საჩუქრად გაგიაქტიურდებათ 30 დღით. შეთავაზების აქტივაციისას შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ სასურველი სერვისი არ გაითიშოს 30 დღეში. ასეთ შემთხვევაში, მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მოცემულ სერვისზე დაგერიცხებათ სტანდარტული ტარიფი. გაითვალისწინეთ, რომ დაგროვებული Silk ქულების გამოყენება შეგიძლიათ თქვენს სახელზე არსებულ ნებისმიერ ანგარიშზე.
სად ვნახო როდის და რამდენი ქულა დავაგროვე?
დაგროვებული ქულების სანახავად Мysilknet.com პორტალზე გადადით გვერდზე „Silk კლუბი“. ქულების დაგროვების და გახარჯვის დეტალური ინფორმაცია იხილეთ გვერდზე „დაგროვების ისტორია“.
რამდენი ხნის განმავლობაში შემიძლია დაგროვებული ქულების გამოყენება?
დაგროვებული Silk ქულები უვადოა. მათი გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, მანამ სარგებლობთ სილქნეტის სერვისებით.
შემიძლია დაგროვებული Silk ქულები თანხის სახით გამოვიყენო ან სხვა აბონენტმა გამოიყენოს ქულები ჩემ ნაცვლად?
დაგროვებული Silk ქულების სხვა პირზე გადაცემა ან თანხის სახით გამოყენება არ არის შესაძლებელი.
შემიძლია ქულების გამოყენება, მაშინ, როდესაც სერვის(ებ)ი მაქვს დროებით შეჩერებული ან გამორთული დავალიანების გამო?
დროებით შეჩერებული ან დავალიანების გამო გამორთული სერვისების შემთხვევაში Silk ქულებს ვერ გამოიყენებთ, თუმცა ქულები შეგენახებათ და გამოიყენებთ სერვისების გააქტიურების შემდეგ.
შემიძლია დაგროვებული Silk ქულები თანხის სახით გამოვიყენო ან სხვა აბონენტმა გამოიყენოს ქულები ჩემ ნაცვლად?
დაგროვებული Silk ქულების სხვა პირზე გადაცემა ან თანხის სახით გამოყენება არ არის შესაძლებელი.
შემიძლია ქულების გამოყენება, მაშინ, როდესაც სერვის(ებ)ი მაქვს დროებით შეჩერებული ან გამორთული დავალიანების გამო?
დროებით შეჩერებული ან დავალიანების გამო გამორთული სერვისების შემთხვევაში Silk ქულებს ვერ გამოიყენებთ, თუმცა ქულები შეგენახებათ და გამოიყენებთ სერვისების გააქტიურების შემდეგ.