სილქნეტის მომხმარებელს (ფიზიკური/იურიდიული პირი) შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სპეციალისტთა ჯგუფის გამოძახების სერვისით, რომელიც უზრუნველყოფს სახლში ან ოფისში მოწყობილობებზე ტექნიკურ დახმარებას და აპარატურის გადაადგილება – რეორგანიზაციას.
აპარატურის გადაადგილება – რეორგანიზაცია
აღნიშნული მომსახურების ღირებულება ფიზიკური პირებისათვის 30 ლარია , ხოლო იურიდიული პირებისათვის 50 ლარი. აღნიშნული სერვისის საფასური მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო გადასახადთან ერთად.
პირად საკუთრებაში არსებულ Wi-Fi მოდემზე მომსახურება
თბილისსა და რეგიონში სილქნეტის ინტერნეტ–აბონენტებს (ფიზიკური პირი) შესაძლებლობა აქვთ
ისარგებლონ სახლში მომსახურების სერვისით პირად საკუთრებაში არსებულ Wi-Fi მოდემზე,
რაც გულისხმობს:
ინსტალაციას
არსებულ მოდემზე ხარვეზების აღმოფხვრას
მოწყობილ მოდემზე ნებისმიერი სახის კონფიგურაციას.
მომსახურების ღირებულება: 10 ლარი.
Wireless Access Point მოდემზე მომსახურება
სილქნეტის Wi-Fi Access Point აპარატურის დროებისთ სარგებლობაში გადაცემისას, თბილისის და რეგიონის მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში უფასოდ მოემსახურებიან.
სერვისი ითვალისწინებს:
მოწყობილობის კონფიგურაციას,
გადატვირთვას და თრაბელშუთინგს (დაზიანების აღმოფხვრას).
მომსახურების ღირებულება: უფასო. (30 დღის გასვლის შემდეგ აბონენტს დაერიცხება Wi-Fi მოდემზე მომსახურების სტანდარტული ტარიფი – 10 ლარი).
მომსახურებით მისაღებად დარეკეთ ცხელ ხაზზე 2 100 100 ან მობრძანდით ჩვენს სერვის ცენტრებში.
პროდუქტების მომსახურების პირობები
შეგახსენებთ: აბონენტის/მომხმარებლის მიერ ამა თუ იმ პროდუქტის/მომსახურების შეძენის/შეზღუდვის/შეჩერების/გაუქმების მიზნით პინ კოდის/პერსონალური კოდის გამოყენებით (დასახელება ან პროგრამულად შეყვანა) იგი (აბონენტი/მომხმარებლი) სრულად იცნობს და ეთანხმება პინ კოდის/პერსონალური კოდის გამოყენების მომენტში შესაბამისი პროდუქტის/მომსახურების შეძენის/შეზღუდვის/შეჩერების/გაუქმების პირობებს.