საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საშინაო სკოლა

საშინაო სკოლა


„საშინაო სკოლა“   Silk TV-ის  საგანმანათლებლო შემეცნებითი პროექტია,  რომელიც მეხუთე წელია ტელეეთერის მეშვეობით სკოლის მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

სილქნეტის სოციალურ პროექტ საშინაო სკოლის ფარგლებში  Silk TV-ის  ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ უყუროს სრული სასკოლო პროგრამის ვიდეო-გაკვეთილებს, ასევე ყველა მსურველს ეძლევა  შესაძლებლობა ისარგებლოს სილქნეტის "საშინაო სკოლით" ინტერნეტ სივრცეში.
დისტანციური სწავლების  სრული კურსი „საშინაო სკოლა“ 1–დან მე–12 კლასის სასკოლო საგნების ვიდეო–გაკვეთილებს ერთ პორტალზე აერთიანებს.
პორტალის მეშვეობით, თქვენთვის მისაღებ დროს და ადგილას,  შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა სასკოლო საგნებში: მოიძიოთ სასურველი თემა, გადაიმეოროთ განვლილი მასალა და ისწავლოთ ახალი. ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ საინტერესო გაკვეთილები მეგობრებს და შექმნათ ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც სასურველ დროს უყურებთ.
პორტალზე რეგისტრაცია და გაკვეთილების ყურება ყველასთვის ხელმისაწვდომია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. ვიდეო გაკვეთილების ნახვა შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელი მოწყობილობიდან, რომელსაც აქვს ინტერნეტ კავშირი. 

 

საშინაო სკოლა –  სოციალურ შემეცნებითი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს  სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.  

ყველა სასკოლო წიგნი ერთ პორტალზე: www.silkschool.ge