ინტერნეტ მშობელი

სერვისი  “ინტერნეტ მშობელი” წარმოადგენს მარტივ გადაწყვეტილებას, რომელიც ინტერნეტის ფილტრაციის  პრინციპის გამოყენებით გეხმარებათ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს გამოიყენოთ ინტერნეტი უფრო დაცულად. 

 

შესაძლებლობები
 

არასასურველი ვებ გვერდების ბლოკირება კატეგორიების მიხედვით (ზრდასრული (Adult), მავნე პროგრამები, ვირუსების გამავრცელებელი და ა.შ)

პერსონალური მონაცემების მოპარვის მცდელობების ბლოკირება კომერციული თაღლითობის მიზნით (კომერციული თაღლითობა(Phishing) კატეგორიის ჩართვისას)

უსაფრთხო ძიების ფუნქცია - ძიების შედეგების ფილტრაცია Google -ში და Bing -ში, სხვა საძიებო სისტემების ბლოკირება

უსაფრთხო /შეზღუდული YouTube-ის ფუნქცია - YouTube-ზე განთავსებული იმ კონტენტის ბლოკირებას, რომელიც  YouTube-ის მომხმარებლების მიერ არის მონიშნული როგორც "არასათანადო"

თეთრი (მხოლო დაშვებული ვებ გვერდების) და შავი (შეზღუდული ვებ გვერდების) სიების მართვის საშუალება
 

სერვისის სტატისტიკა ნახვა
 

სერვისის სტატისტიკის ნახვა შეგიძლიათ პორტალზე my.silknet.com, სადაც შესაძლებელია სტატისტიკის, როგორც ყოველდღიური, ისე  სასურველი ფილტრების მიხედვით ინფორმაციის ნახვა. 

გარდა ამისა, სერვისის ყველა მომხმარებელს ავტომატურად გაეგზავნება პორტალზე მითითებულ მეილზე, სერვისის ყოველკვირეული რეპორტები, სადაც აბონენტი გაეცნობა დეტალურ ინფორმაციას. 

ყოველკვირეული რეპორტის გამოწერის გაუქმება აბონენტს შეუძლია my.silknet.com-ზე  მომხმარებლის პროფილის გვერდიდან. 
პორტალზე აბონენტს შეეძლება მაქსიმუმ 1 თვის  ინფორმაციის ნახვა.


სერვისი ხელმისაწვდომია სილქნეტის ოპტიკური ინტერნეტის ტექნოლოგიის (GPON) მქონე აბონენტებისთვის , ფიზიკური პირებისთვის.
ჩართვის შემთხვევაში სერვისის კონფიგურაცია გავრცელდება თქვენ როუტერთან დაკავშირებულ ყველა მოწყობილობაზე, თითო მოწყობილობის დონეზე  სერვისის მართვა შეუძლებელია.
გაითვალისწინეთ, როუტერში  ან მასზე მიერთებულ ნებისმიერი მოწყობილობაზე განსხვავებული DNS პარამეტრების ჩაწერის/აქტივაციის შემთხვევაში სერვისი “ინტერნეტ მშობელი”-ს   კონფიგურაცია არ იმუშავებს. 

სერვისის მომწოდებელი არის კომპანია SafeDNS.


 

 






* ხელმისაწვდომია სილქ+-ის პაკეტების ყველა პაკეტის მომხმარებლისთვის,
ვისაც ჯერ არ უსარგებლია სერვისით. თითოეულ ოპტიკური ინტერნეტის ანგარიშის ნომერზე
საცდელი პერიოდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
**აქციით სარგებლობა შეუძლია „ინტერნეტ მშობელი“-ს  არსებულ მომხმარებელს,
ან მათ ვინც სერვისს  გაიაქტიურებს 30 აპრილამდე.




 




ინტერნეტ მშობელი - მომხმარების ინსტრუქცია

მოხმარების პირობები

FAQ